logo
ENG



"ეს უკრაინამ დაიწყო" - პუტინი აღიარებს, რომ რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს

08 დეკ 202222:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/08/c28sigk04u9jvtd.jpg
TASS

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღიარებს, რომ რუსეთი უკრაინის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ესხმის თავს, თუმცა პუტინის თქმით ეს რუსეთის პასუხია, ვინაიდან უკრაინამ თავად დაიწყო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა როცა ყირიმის ხიდს დაესხა თავს.

ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა კრემლში ოქროს ვარსკვლავის მედლის ცერემონიაზე რუსულ ჯარს ესაუბრა.

სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე არაერთი თავდასხმის მიუხედავად, ამ დრომდე რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ისინი უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უხსნიდნენ ცეცხლს.

პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა დონეცკს წყალს არ აწვდის, რაც "გენოციდის აქტია".

„ახლა ბევრი ხმაურია მეზობელ ქვეყანაში ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. მაგრამ ვინ დაიწყო ეს? ვინ დაარტყა ყირიმის ხიდს, ვინ ააფეთქა კურსკის ატომური ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზები, ვინ არ აწვდის წყალს დონეცკს? მილიონიანი ქალაქისთვის წყლის არმიწოდება გენოციდის აქტია. ამაზე სიტყვა არავის უთქვამს. ზოგადად სრული სიჩუმეა. ჩვენ უბრალოდ უნდა ავმოძრავდეთ და საპასუხოდ რამე გავაკეთოთ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.


close დახურვა